რუსთავში ფიროსმანის ქუჩაზე ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერი საზეიმოდ გაიხსნა

სრულად რეაბილიტირებული სკვერი, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა გახსნეს.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერის გახსნას, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე, ქალაქის, მერის მოადგილეები და საკრებულოს დეპუტატები, მიწვეულ სტუმრებთან და მოსახლეობასთან ერთად დაესწრნენ.

მათივე ცნობით, სკვერში გაიმართა იმპროვიზირებული კონცერტი, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული-დრამატული თეატრის მსახიობების მონაწილეობით კი კოსტიუმირებული მსვლელობა მოეწყო.

როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, სწორედ ქალაქის მოსახლეობის სურვილი იყო, რომ აღნიშნული სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩატარებოდა, შედეგად რუსთავს კიდევ ერთი ულამაზესი რეკრეაციული ზონა შეემატა.

,,მოხარული ვარ, იმიტომ, რომ რუსთაველების უმეტესმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოყოფილი თანხები, დაიხარჯოს სწორედ რეკრეაციული ზონების მოსაწყობად. დღეს გვაქვს ერთ-ერთი ძველი სკვერის გახსნა, რომელიც თეატრთან მდებარეობს და უფრო კლასიკურ სტილში მოეწყო, სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილმა სკულფტურებმა კი სულ სხვა სიცოცხლე შესძინა მას. სრულდება ჩიკაგოს სკვერის რეაბილიტაცია და დაახლოებით ორ ჰექტრამდე კიდევ ერთი ულამაზესი რეკრეაციული ზონა შეემატება ჩვენს ქალაქს. 2020 წელს, დაგეგმილი გვაქვს გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერის ძალიან მასშტაბური პროექტი, მოეწყობა განსხვავბული და ძალიან კრეატიული სივრცე, როგორც სპორტული, ასევე დასვენების კუთხით. გეგმაში გვაქვს თეატრის უკან არსებული, ასევე ფალიაშვილის ქუჩის სკვერების რეაბილიტაციაც“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.

ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერში, პროექტის ფარგლებში, ბეტონის ფილებით მოპირკეთებული ბილიკები და ტროტუარები მოეწყო, დამონტაჟდა გარე განათების თანამედროვე სისტემა, დასასვენებელი სკამები, დაიგო მწვანე საფარი, მოეწყო სარწყავი ქსელი და საყვავილეები. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა