ივანე მაჭავარიანი -  ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი, 2021 წელს ვუმასპინძლოთ აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი, 2021 წელს ვუმასპინძლოთ აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ეს იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოსთვის, რადგან აღნიშნულ ფორუმს ყოველ წელს ესწრებიან მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფინანსო ინსტიტუტია მსოფლიოში და მის ყოველწლიურ შეხვედრას ესწრება მინიმუმ 5000 ადამიანი, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან. ბანკის პრეზიდენტმა ჩვენ მხარდაჭერა აღგვითქვა და აღნიშნა, რომ მიესალმება ამ ფორუმის თბილისში ჩატარების შესაძლებლობას, თუმცა უნდა ჩატარდეს კენჭისყრა. ვფიქრობთ 15 ნოემბრამდე ეს კენჭისყრა ჩატარდება და ჩვენ გვეცოდინება ზუსტი სურათი. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შანსი ყველაზე მაღალია სხვებთან შედარებით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოსთვის“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა