ქართველი ძიუდოისტები ლაშა ბექაური  და ვლადიმერ ახალკაცი  მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

მაროკოში მიმდინარე ძიუდოისტთა ახალგაზრდულ მსოფლიო პირველობაზე ჩემპიონატზე ჩემპიონები ლაშა ბექაური (90 კგ) და ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ) გახდნენ, ხოლო ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას sportall.ge ავრცელებს,

ლაშა ბექაურმა ფინალში უნგრელი როლანდ გოზი იპონით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. მან გადამწყვეტ ბრძოლამდე კორეელ იუეპ ჰანს, არგენტინელ მარიანო კოტო-ბერსიერს, უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოიევს და იაპონელ კოსუკე მაშაიამას მოუგო.

ვლადიმერ ახალკაცმა (81 კგ) ფინალში რუსეთის წარმომადგენელ დავით კარაპეტიანს იპონით სძლია და ჩემპიონი გახდა. ახალკაცმა ფინალამდე მოლდოველი კატალინ მარიანი, ყაზახი აიბოლ ნისანალი, კანადელი ალექსანდრე არენციბია, აზერბაიჯანელი მურად ფატიევი და ბრაზილიელი გილერმე შმიდტი დაამარცხა.

ამავე წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა იაპონელ დაისუკე ტაკიეშს, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე გიგა აბუაშვილს და უზბეკ ჯალოლიდინ კურბონმუროდოვს მოუგო, ნახევარფინალი კარაპერტიანთან დათმო, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი ფატიევი დაამარცხა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა