გიგი უგულავა - 2020 წლამდე ყველა არჩევნები გენერალური რეპეტიცია იქნება იმისათვის, რომ მშვიდობიანად, ქაოსის გარეშე ივანიშვილი  ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ

„ევროპული საქართველოს’’ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აფენის თემის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატთან, მალხაზ მელაშვილთან ერთად სოფელ გვიმრიანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, შეხვედრაზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სასმელი წყლის, შიდა გზების და სანიაღვრე არხების, პრობლემებზე ისაუბრეს. აგრეთვე, მოსახლეობამ გიგი უგულავასთან საუბარში სოციალური დახმარების მოხსნაზე, სანიაღვრე არხების გაუმართაობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც ანტისანიტარიას იწვევს და მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

„ლაგოდეხის რაიონის, აფენის თემში საკრებულოს არჩევნებია, ჩვენ „ევროპულ საქართველოს ’’ კონკურენტული კანდიდატი გვყავს მალხაზ მელაშვილი, რომელიც ადგილობრივია და კარგად იცის აფენის თემის პრობლემები. ხალხს პროგრესი სჭირდება, ხალხს მუშაობა უნდა, მთავრობამ დაანებოს თავი და არ შეუშალოს ხელი. ის რაც საქმეა მთავრობის ის გააკეთოს და არა ის მავნებლობა, რასაც აკეთებს რეგიონებსა თუ ქალაქის ცენტრში. მე, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ აქ დიდ კონკურენციას გავუწევთ სახელისუფლებო კანდიდატს. ყველა არჩევნები 2020 წლამდე იქნება გენერალური რეპეტიცია იმისათვის,რომ მშვიდობიანად ქაოსის გარეშე ივანიშვილი ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა