გიორგი გახარია - დისკუსიები იქნება პედაგოგებთან, ექიმებთან, სამართალდამცავ სისტემასთან და შემდეგ უკვე მივხედავთ ჩვენ ბიუროკრატიას

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გორში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი მედიკოსებთან შეხვედრისას სამედიცინო სფეროში არსებულ პრობლემებს გაეცნო.

მთავრობის მეთაურმა მოქალაქეების სოციალურ ცხოვრებაში მედიკოსების, პედაგოგებისა და პოლიციელების როლს გაუსვა ხაზი.

„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ ძირითადი მსხვილი სოციალური ჯგუფების განვითარება, მათი ყოველდღიური ცხოვრების და მუშაობის პირობები, როგორიც არის პედაგოგიკა, მედიცინა და სამართალდამცავი სისტემა. ამას მარტივი ახსნა აქვს. ეს ის ხალხია, რომელიც სახელმწიფოს სახელით ზრუნავს ჩვენს ბავშვებზე და ღვაწლმოსილ მოხუცებზე. ეს არის სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ვალდებულებები“ , - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფოს სოციალურ ნაწილში აქვს საკმაოდ სერიოზული ვალდებულებები და წინგადადგმული ნაბიჯები, როგორც პედაგოგების, ასევე ექიმების ნაწილში.

„იყო პატარა ჩამორჩენები, თუმცა ჩემზე უკეთესად იცით, სახელმწიფომ სამედიცინო სფეროში რამხელა რესურსები და ძალისხმევა მიმართა. აქ ვართ იმისთვის, რომ პირველ რიგში პროფესიულ ნაწილზე ვისაუბროთ. რა თქმა უნდა ღიად, მწვავედ და კრიტიკულად. ეს შეხვედრები, დისკუსიები იქნება პედაგოგებთან, ექიმებთან, სამართალდამცავ სისტემასთან და შემდეგ უკვე მივხედავთ ჩვენ ბიუროკრატიას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა