ნაძალადევის რაიონის გამგებელი - კორპუსი, სადაც  აფეთქება მოხდა, პირველადი ინფორმაციით, მინიმუმ ერთი კვირით საცხოვრებლად გამოუსადეგარია

ნაძალადევის რაიონის გამგებლის ირაკლი ხელაძის განცხადებით, გურამიშვილის გამზირზე მდებარე 16 სართულიანი კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, პირველადი ინფორმაციით, მინიმუმ ერთი კვირის ვადით გამოუსადეგარია საცხოვრებლად. მისი თქმით, ეტაპობრივად ხდება კორპუსის მცხოვრებლების კორპუსში შეშვება იმისათვის, რომ პირველადი დახმარების ნივთები აიღონ.

ხელაძის თქმით, 77 ოჯახის ევაკუაცია მოხდა.

"ამ დროისთვის, მერიის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ დაასრულა შენობის დათვალიერება. პირველადი ინფორმაციით, მინიმუმ ერთი კვირის ვადით აღნიშნული კორპუსი გამოუსადეგარია საცხოვრებლად. ადამიანების სრულად გამოყვანა მოგვიწევს. პირველ ეტაპზე, დღეის მდგომარეობით, სავარაუდოდ, ყველა მათგანს ვინც სურვილს გამოთქვამს სასტუმროებში გადავიყვანთ. თუ ერთი კვირის შემდეგ დაიდო ისეთი დასკვნა, რომ შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია, შემდეგ უკვე ამ ადამიანებს ქირით გავიყვანთ. ძირითადი პრობლემები აქვს მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებს, თუმცა აფეთქების შედეგად იმდენად დაზიანებულია, რომ დასუფთავების ღონისძიებებია ჩასატარებელი და საფუძვლიანი დასკვნის გაკეთება დღეის მდგომარეობით შეუძლებელია. ჩვენ ვრთავთ სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, რომელიც დაითვლის ყველანაირ ზარალს, შემდეგ გახდება ცნობილი ვისი მხრიდან იქნება ეს ზარალი ასანაზღაურებელი",- განაცხადა ხელაძემ.

იხილეთ ვიდეო: კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, პირველადი ინფორმაციით, მინიმუმ ერთი კვირით საცხოვრებლად გამოუსადეგარია - ნაძალადევის გამგებელი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა