კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი მოქალაქე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი მოქალაქე თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დორექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მესამე პირს, რომელიც ამავე კლინიკაში იმყოფება, დღეს გაწერენ.

რაც შეეხება აფეთქების შედეგად დაშავებულ მეოთხე პირს, მისი მდგომარეობა უმძიმესია. დაშავებული ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმის ინფორმაციით, მამაკაცს სხეულის, დაახლოებით, 60% აქვს დამწვარი.

შეგახსენებთ, დღეს დილას, გურამიშვილის გამზირის #30-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა