ირაკლი აბესაძე - რუსეთი ყოველთვის მოიქცევა აგრესიულად, რასაც საქართველოს ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური პოზიცია სჭირდება, რასაც ვერ ვხედავთ

„რუსეთი ყოველთვის მოიქცევა აგრესიულად, რასაც საქართველოს ხელისუფლების ძალიან მტკიცე პოლიტიკური პოზიცია სჭირდება, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ნდობის ჯგუფის წევრმა, ირაკლი აბესაძემ პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან სოფელ ატოცში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და ყურადღება „არგაღიზიანების პოლიტიკაზე“ გაამახვილა.

„არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ რა თქმა უნდა, რუსეთი ყოველთვის მოიქცევა აგრესიულად და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით, ყოველთვის ეცდება ქართული ტერიტორიების ხელყოფას. ამას სჭირდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძალიან მტკიცე პოლიტიკური პოზიცია პირველ რიგში, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ამის სანაცვლოდ ჩვენ ვხედავთ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას, რომელიც პირიქით, პირდაპირ ასხამს რუსეთის წისქვილზე წყალს და პირიქით, ახალისებს მარიონეტულ რეჟიმებს და რუსეთის აგრესიულ ხელისუფლებას, რომ კიდევ უფრო მეტი ტერიტორია მიიტაცოს საქართველოდან - არანაირი შემაკავებელი პოლიტიკა არ არსებობს ამის საწინააღმდეგოდ. მეორეს მხრივ, არ არსებობს შიგნით უსაფრთხოების სისტემები, რომელიც გარკვეულწილად ხელს შეუშლიდა ამ პროცესის მიმდინარეობას. ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, მსჯელობა გვქონდა ნდობის ჯგუფის ფარგლებშიც“, - განაცხადა აბესაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა