ირაკლი სესიაშვილი - რუსეთისგან და მისი პირველი პირებისგან ადეკვატურ შეფასებებს და პოლიტიკას არ უნდა ველოდოთ

„რუსეთისგან და მისი პირველი პირებისგან ადეკვატურ შეფასებებს და პოლიტიკას არ უნდა ველოდოთ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა მედვედევის განცხადების შესახებ და აღნიშნა, რომ ნატოს მთავარი მიზანი მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობაა და როცა რომელიმე ქვეყანას ეს არ მოსწონს, ამ ქვეყანას პრობლემა აქვს.

„მაშინ როდესაც რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, ანექსირებული აქვს ყირიმი, აგრძელებს აბსოლუტურად საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო პოლიტიკას, მე ვიტყოდი, მსოფლიოს რიგ ქვეყნებში, რუსეთისგან და მისი პირველი პირებისგან ადეკვატურ შეფასებებს და პოლიტიკას არ უნდა ველოდოთ. ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფოსთვის უსაფრთხო მეზობელი უნდა იყოს სასიხარულო და მისაღები. ნატო არის ის სამხედრო-პოლიტიკური კავშირი, რომლის მთავარი მიზანია მშვიდობა, უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ქვეყნებს შორის ჰარმონიული, დემოკრატიული ურთიერთობა. როცა ეს არ მოსწონს რომელიღაც სახელმწიფოს, ესე იგი, ამ სახელმწიფოშია სერიოზული პრობლემა და სამწუხარო რეალობაა, რომ ის არის ჩვენი მეზობელი. ასე რომ, ცხადია, ისევ და ისევ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციით უნდა მივაღწიოთ ჩვენს სტრატეგიულ მიზნებს. დიახ, ჩვენ გავხდებით ნატო-ს წევრები, ჩვენ ვიქნებით მშვიდობიანი, ცივილიზებული ქვეყანა“, - განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ს სურვილმა განათავსოს თავისი ბაზები უშუალოდ რუსეთთან ახლოს, არ შეიძლება დადებითი ემოციები გამოიწვიოს. მისივე თქმით, მოსკოვი მსგავს ნაბიჯებს პოლიტიკური და „სამხედრო გზით“ უპასუხებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა