ირაკლი აბესაძე - 20 ივნისის საკითხზე  გაცემული პასუხებიდან კიდევ უფრო ძლიერდება ეჭვი და განწყობა, რომ ხელისუფლება სისხლიან დარბევაზე დიდწილად პასუხისმგებელია

„ვისაუბრეთ 20 ივნისის საკითხებზე და გაცემული პასუხებიდან გამომდინარე კიდევ უფრო ძლიერდება ეჭვი და განწყობაც, რომ ხელისუფლება დიდწილად პასუხისმგებელია იმ სისხლიან დარბევაში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ და ნდობის ჯგუფის წევრმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტში, პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან ისაუბრა იმ თემების შესახებ, რასაც ნდობის ჯგუფი შეეხო. შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ესწებოდა.

„მსჯელობა გვქონდა ოთხოზორია-ტატუნაშვილის და სხვების მკვლელებთან დაკავშირებით და კვლავ ძალიან დიდი ბუნდოვანებაა და გაუგებარია რატომ არ აკეთებს ქართული ხელისუფლება იმას, რომ ბრალი წაუყენოს ყველას, ვინც ამ მკვლელობაში იყო ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დადგენილება არსებობს ამ საკითხზე. ვისაუბრეთ 20 ივნისის საკითხებზე და აქაც, რა თქმა უნდა, გაცემული პასუხებიდან გამომდინარე კიდევ უფრო ძლიერდება ეჭვი და განწყობაც, რომ ხელისუფლება დიდწილად პასუხისმგებელია იმ სისხლიან დარბევაში და სწორედ მათი არასწორი გადაწყვეტილებების გამო იქნა ეს შედეგი დამდგარი, რაც იყო. რა თქმა უნდა, გაუგებარია, დღემდე როგორ შეიძლება თვალებდათხრილი ადამიანები არ ჰყავდეს სახელმწიფოს დაზარალებულად ცნობილი“, - განაცხადა აბესაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა