ქუთაისში მოსკოვის თეატრის გასტროლს აქციით აპროტესტებენ

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოსკოვის თეატრის გასტროლს აპროტესტებენ, რომელიც ქუთაისში დღეს დაიწყო. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ „დაუშვებელია ოკუპანტი ქვეყნის თეატრის მსახიობებმა სპექტაკლი საქართველოში ითამაშონ“.

მესხიშვილის თეატრის ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ ეს არის ხალხთა შორის კულტურის გაცვლა.

„არ გვესმის რატომ არ უნდა გაიმართოს გასტროლი, ეს არის ხალხთა შორის კულტურის გაცვლა. აქ პოლიტიკა არაფერ შუაში არ არის“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა.

მისივე თქმით, მოსკოვის თეატრის გასტროლს არც ერთი საბიუჯეტო ორგანიზაცია არ აფინანსებს და ისინი თავიანთი ხარჯით ჩამოვიდნენ.

აქცია, მოსკოვის თეატრ „ნიკიტკის კარიბჭეს“ წინააღმდეგ ამ წუთებში მიმდინარეობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა