თორნიკე რიჟვაძე - ახალგაზრდობა და განათლება ჩვენი პრიორიტეტია და ამას ვამტკიცებთ საქმით

ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა განხორციელებული პროექტების და შედეგების პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სტიმულირების გაზრდის მიზნით ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი 3 თვის წინ შეიქმნა.

„ახალგაზრდების კარიერული მხარდაჭერის ფარგლებში ცენტრმა სხვადასხვა კომპანიებთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე უკვე მოახდინა 50-მდე ახალგაზრდის დასაქმდება/სტაჟირება აჭარის რეგიონში ოპერირებად 15-მდე ორგანიზაციაში. 3 თვის განმავლობაში რეგიონული ცენტრის ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 7500-ზე მეტმა ახალგაზრდამ. მოეწყო საზაფხულო საერთაშორისო სკოლა და საზღვარგარეთ გაემგზავრა 21 ახალგაზრდა, AIESEC საქართველოსთან თანამშრომლობით წლის ბოლომდე საზღვარგარეთ სტაჟირება დაუფინანსდება 30-მდე ახალგაზრდას, განხორციელდა შემეცნებითი ტურები, კიბერ ფესტივალი, მედია პროგრამა, ინტელექტუალური შეჯიბრებები და სხვა“, - აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ახალგაზრდობა და განათლება არის ჩვენი პრიორიტეტი და ამას ვამტკიცებთ საქმით. დაახლოებით 3 თვის განმავლობაში ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა ასობით ახალგაზრდას მისცა ახალი შესაძლებლობები. უნდა დავნერგოთ უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების კულტურა და დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრს ეს გამოუვა. ჩვენ გვჭირდება ბევრი წარმატებული მოქალაქე ქვეყანაში. ჩემი მთავარი რჩევა ახალგაზრდების მიმართ იქნება - არ დაიზაროთ, ირწმუნეთ მომავლის, იყავით თქვენი საქმის სპეციალისტები“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ახალგაზრდობის ცენტრის მიერ განხორციელდა კვლევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ექვსივე მუნიციპალიტეტში და პროექტები სწორედ ახალგაზრდების საჭიროებებიდან გამომდინარე დაიგეგმა.

„ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ წარმატებით ხორციელდება პროექტები, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და კავშირების გამყარებას, ახალგაზრდების გადამზადებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას. ახალგაზრდების კარიერული ხელშეწყობის და განხორციელებული პროექტების პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე ესწრებოდნენ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა“, - აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა