შატილში დამწვარ სკოლას, რომელიც დროებით ალტერნატიულ შენობაში განთავსდება,  სახელმძღვანელოები და კომპიუტერები გადასცეს

შატილში დამწვარ სკოლას, რომელიც დროებით ალტერნატიულ შენობაში განთავსდება, სახელმძღვანელოები, სასკოლო ჟურნალები, კომპიუტერები და საკანცელარიო ნივთები გადასცეს. სასკოლო ინვენტარის გადაცემა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინიციატივით მოხდა.

სამინისტროს ინფორმაციით, დღეს სკოლისთვის მერხებისა და დაფების მიწოდებაც განხორციელდა. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სახის კომპიუტერული ტექნიკის, მხატვრული ლიტერატურისა და ავეჯის მიწოდება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დამწვარი სკოლა-პანსიონის ნაცვლად ახალი სკოლა აშენდება, რასაც მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს. სკოლის აშენებამდე, მოსწავლეების სასწავლო პროცესი არ შეფერხდება და ისინი სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში გააგრძელებენ“, - ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა