ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული  ფილმი "შინდისი" გახდა

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული დიტო ცინცაძის ფილმი "შინდისი" გახდა. დაჯილდოების ცერემონიაზე ფილმმა კინოფესტივალის გრანპრი მიიღო, დიტო ცინცაძე კი საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.

ფილმს საფუძვლად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რეალურად მომხდარი ამბავი უდევს, რომლის დროსაც ჩვიდმეტი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

ფილმი საქართველოს კინოცენტრმა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში წარსადგენად შეარჩია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო