მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა სრულდება

მესტიის მუნიციპალიტეტში ლატალის და ცხუმარის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალი საბავშვო ბაღები შენდება. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობის პროცესს სოფელ ლატალში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ლატალის ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც 50 აღსაზრდელზეა გათვლილი ფუნქციონირებას წლის ბოლომდე დაიწყებს. ბაღის მშენებლობა დასრულებულია და ამჟამად კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს. ლატალის ბაღის მშენებლობისთვის 360 ათასი ლარია გამოყოფილი, ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

მესტიის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღები უკვე აშენდა ლენჯერში, ნაკრაში, ხაიშში, იდლიანსა და ჭუბერში.

აღნიშნულ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა