თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში” ლიდერები  საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან

თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში” ლიდერები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. აქცია 17:00 საათზე დაიწყება. ტერიტორიაზე უკვე შეკრებილები არიან აქციის ორგანიზატორები და აქტივისტების ნაწილი. უშუალოდ აქციის დაწყებამდე დაგეგმილია ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ავტომობილებით მსვლელობაც.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ნოდარ რუხაძის ინფორმაციით, დღეს საპროტესტო აქციაზე სცენა ძირითადად დაეთმობათ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ მათ საკუთარი პრობლემები გააჟღერონ. მისივე განცხადებით, აქცია ღიაა ყველა მსურველისთვის და დღეს თელავში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც ელოდებიან.

“ჩვენი აქციების სამი თვის თავზე საქართველოს მოქალაქეებს დავპირდით, რომ შემოვივლიდით ყველა რეგიონს და მივიდოდით ყველგან , სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია იმედის ნაპერწკალი, რომ ცვლილება შესაძლებელია და ჩვენ შეგვიძლია ხელისუფლება გავუშვათ მშვიდობიანი პროპორციული არჩევნების გზით სახლში. ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანი სწორედ ეს არის. უნდა გავესაუბროთ თელაველ მოსახლეობას, გავიგოთ რა პრობლემები აქვთ, რა ვერ გადაჭრა ადგილობრივმა ხელისუფლებამ და რაც მთავარია, უნდა ვისაუბროთ პროპორციული არჩენების, ჩვენი მთავარი მონაპოვარის მნიშვნელობაზე. ჩვენი მიზანი არის, რომ 2020 წლის პროპორციულ არჩევნებზე მივიდეს მოქალაქეების რეკორდული მაჩვენებელი და ბიძინა ივანიშვილმა ვეღარ მოახერხოს რიცხვებით მანიპულირება”,-განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

მოძრაობამ "ქვეყნის სამსახურში" რეგიონებში გასვლა კახეთიდან დაიწყო და მსგავს აქციებს ქვეყნის მასშტაბით გამართავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა