მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში” თელავში ავტომანქანებით მსვლელობას მართავს

მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში” თელავში ავტომანქანებით მსვლელობას მართავს. აქტივისტები ქალაქის ცენტრლურ ქუჩებზე ხმოვანი სიგნალების გამოყენებით ავტომობილებით გადაადგილდებიან. უშუალოდ საპროტესტო აქცია კი 17:00 საათზე დაიწყება.

ერეკლე მეფის მოედანზე უკვე შეკრებილები არიან აქციის ორგანიზატორები, სამოქალქო აქტივისტები და მოსახლეობის წარმომადგენლები. აქციის მონაწილეები 20-21 ივნისის მოვლენებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ. ორგანიზატორების ინფორმაციით, დღეს თელავში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც ელოდებიან.

მოძრაობამ "ქვეყნის სამსახურში" რეგიონებში გასვლა კახეთიდან დაიწყო და მსგავსი აქციები ქვეყნის მასშტაბით სიმბოლურად, ყოველი თვის 20 რიცხვში გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო