თელავში მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ აქციას მართავს

თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში” ორგანიზებით საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან.

საპროტესო აქციის მონაწილეები 20-21 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, დღეს სცენა ძირითადად ადგილობრივ მოსახლეობას დაეთმობა, რომ მათ საკუთარ პრობლემებზე ისაუბრონ. მათივე განცხადებით, მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში” მიზანია, ხელისუფლება მშვიდობიანი “პროპორციული არჩევნების გზით, სახლში გაუშვან”.

აქციის დაწყებამდე აქტივისტებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ავტომობილებით მსვლელობაც მოაწყვეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო