მალხაზ მაჩალიკაშვილი - ნუ მივცემთ საშუალებას, რომ დაგვაშინოს დღევანდელმა არარაობა ხელისუფლებამ, პოლიციამ, უშიშროებამ, სუს-მა თუ მაღალჩინოსნებმა

ნუ მივცემთ საშუალებას,რომ დაგვაშინოს დღევანდელმა არარაობა ხელისუფლებამ, პოლიციამ, უშიშროებამ, სუს-მა თუ მაღალჩინოსნებმა,-ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა თელავში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მან შეკრებილებს მიმართა, ყველა ერთ მხარეს დადგეს.

"მოგესალმებით, შეიძლება ითქვას ჩემი რაიონიდან, მხარიდან, ჩემთვის ძალიან საყვარელი და ტკბილი ადგილიდან. მინდა, თელავს მივმართო, ნუ შეგვეშინდება დღევანდელი ხელისუფლების,დღევანდელი უშიშროების,სუს-ის.ისინი ყველანაირ შესაძლებლობას იყენებენ,რომ აქ ხალხი არ მოვიდეს და რამენაირად დააშინონ. დღევანდელ უმაქნის და არარაობა ხელისუფლებას სხვა არაფერი დარჩენია, მარტო ის რომ შეაშინოს ხალხი და ხალხი არ გამოვიდეს,იფიქრონ,რომ ხალხი არ გამოდის და ხალხი კმაყოფილია. კმაყოფილი დღეს საქართველოში არავინ არ არის, არის ის 10- 12 პროცენტი, რომლებიც ხელისუფლებაში სხედან, ჭამენ და ღვლეფავენ ქვეყნის ბიუჯეტს და ადამიანების ფულს. მოგმართავთ ყველას, დიდ პატივს გცემთ, ნუ მივცემთ საშუალებას, რომ დაგვაშინოს დღევანდელმა არარაობა ხელისუფლებამ, პოლიციამ ,უშიშროებამ, სუს-მა თუ მაღალჩინოსნებმა. თქვას ყველამ თავის სიტყვა და გავაცილოთ ეს სისხლიანი რეჟიმი 2020 წლამდე თუ არა, 2020 წელს. ყველა ერთად შევიკრათ ერთ მუშტად და დავდგეთ ყველა ერთ მხარეს", -განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა