ანონსი  21 ოქტომბერი

21 ოქტომბერს 09:30 საათზე, ფონდი კრისტალისა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალის” ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, კრისტალის საჭადრაკო ბლიც-თამაში გაიმართება.

ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ ითამაშონ ბლიც-ჭადრაკი მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდებთან ნონა გაფრინდაშვილთან, მაია ჩიბურდანიძესთან და საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წარმომადგენლებთან. ბლიც-თამაშში მონაწილეობას მიიღებენ ტექნოლოგიური კომპანია SAP-ის საერთაშორისო ექსპერტები. ღონისძიებაზე გაიმართება პროდუქტის პრეზენტაცია, რომელიც შეიქმნა სპეციალურად კრისტალის ქალი მომხმარებლებისთვის.

მის: ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ სათავო ოფისი, თბილისი, წერეთლის გამზირი #118, მე-10 პავილიონი

საკონტაქტო: სოფიო ვაჭარაძე 577901583

21 ოქტომბერს, 10:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან გახსნილ AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრში ჩატარდება ტრენინგი - „ESMEA - ძირითადი უნარ-ჩვევები სამედიცინო განათლებაში: შეფასების მეთოდები“.

მის: ვაჟა-ფშაველას N 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი.

21 ოქტომბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართებსა.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

21 ოქტომბერს, 10:30 საათზე, ტექნოპარკში, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში“ პარალელური ღონისძიება „ტურიზმის ტექნოლოგიების გადაწყვეტები ახალი აბრეშუმის გზის განვითარებისათვის“ გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე გახსნიან.

სადისკუსიო პანელში მონაწილეობენ ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ექსპერტები: მარკო მარნი - Solution Professional Data & AI at Microsoft CEE Multi Country და ირაკლი ბერიძე - გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის ხელმძღვანელი (UNICRI)

მის: ინოვაციების ქ.#7

21 ოქტომბერს, 10:30 საათზე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა და საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია - “საქართველო-ყაზახეთის სტრატეგიული დიალოგი ექსპერტების დონეზე”. კონფერენციაზე განიხილავენ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხებსა და პერსპექტივებს.

კონფერენციას დაესწრებიან: ყაზახეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვი, ყაზახეთის აკადემიური წრეებისა და ყაზახეთის საელჩოს წარმომადგენლები, ექსპერტები და პოლიტიკოსები.

მის: აპრილის ქ. 9, სასტუმრო “ციტრუსი”;

საკონტაქტო: ნანუკა მიქელაძე, 577 999 577

21 ოქტომბერს, 10:30 საათზე, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისთვის ბრალდებულ ლევან ძნელაძის ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის:მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

21 ოქტომბერს,10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გაზის მეურნეობის სპეციალისტის, „ყაზტრანსგაზ თბილისის” დირექტორის ყოფილი მოადგილის, სოსო სიმონიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ნოემბრიდან ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება - ეკონომიკის სამინისტროს კანონპროექტი, რამდენად საკმარისია დაგეგმილი რეგულაციები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად? კორპუსის მორიგი აფეთქება თბილისში - ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება. რა ვითარებაა დედაქალაქში - რა მდგომარეობაშია გაზგაყვანილობის ქსელები. ზამთრის სეზონის მოახლოება და რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

21 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ გრანდ მეტეხი პალასში", საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

21 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

21 ოქტომბერს, 11:00 საათზე ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: გურამიშვილზე მომხდარი აფეთქების საქმის მასალები და მიზეზები; ქალაქის მასშტაბით არსებული მძიმე რეალობა და ახალი რეგულაციაბი.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

21 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ენერგოუსაფრთხოების საკითხების სპეციალისტის გიორგი ჭაღიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ნოემბრიდან ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება - ეკონომიკის სამინისტროს კანონპროექტი, რამდენად საკმარისია დაგეგმილი რეგულაციები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად? კორპუსის მორიგი აფეთქება თბილისში - ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება. რა ვითარებაა დედაქალაქში - რა მდგომარეობაშია გაზგაყვანილობის ქსელები. ზამთრის სეზონის მოახლოება და რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

21 ოქტომბერს, 11:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების პროცესი გაიმართება.

21 ოქტომბერს, 12:00 საათზე "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე და „სტრატეგია აღმაშენებლის" იდეის ავტორი, გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ატოცში განვითარებული მოლენები

მის: ზ. ავალიშვილის 8. პირველი სართული

საკონტაქტო-551662525

21 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრის (DIKU) მიერ დაფინანსებული პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება.

21 ოქტომბერს, 12:00 საათზე, "ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიუროში", მამუკა ხაზარაძის ადვოკატები ზვიად კორძაძე და ეკა ეგუტია მედიას „მუქარის წერილის“ დედანს გააცნობენ, ხოლო შემდეგ წერილის დედანს საქართველოს პროკურატურაში წარადგენენ.

მის: ქავთარაძის 44

21 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

21 ოქტომბერს, 12:00 საათზე, „რუსთავის აზოტის“ ტერიტორიაზე, კონდენსაციური ელექტროსადგური (კეს) გაიხსნება, რომელიც SIEMENS-ის ორთქლის ტურბინის გენერატორის უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.

ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლები დაესწრებიან.

21 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიხსნება წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი მეშვიდე საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მეცნიერები.

წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გახსნის.

საკონტაქტო: ნათია გოგუაძე 595 300 519

21 ოქტომბერს, 12.30 საათზე, "ევროპული საქართველოს" ფრაქციის ოთახში, გიგა ბოკერიას, ირაკლი აბესაძის და ოთარ კახიძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შეფასების მეთოდოლოგია.

საკონტაქტო ინფორმაცია: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

21 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ანა დოლიძე გამართავს ბრიფინგს მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე.

საკონტაქტი პირები: თამარ კაციტაძე 599437403; ნინო წულაძე 593620111

21 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება.

მის: ა.მიცკევიჩის N19.

21 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების, მორის მაჩალიკაშვილის, ილია მემარნიშვილის, ბეჟან ლორთქიფანიძისა და გიორგი ქურდოვანიძის პროცესი გაიმართება.

21 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და მის დახმარებაში ბრალდებულების, წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარისა და ვაკის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილის პროცესი გაიმართება.

21 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას პროცესი გაიმართება.

21 ოქტომბერს, 14:45 საათზე, პარლამენტში ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის აღმოფხვრის კომიტეტის თავმჯომარესთან, იურის რანცანსისთან და კომიტეტის წევრებთან თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილისა და კომიტეტის წევრების შეხვედრა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული)

21 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ეწვევიან ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, პეტრ მიკისკა; ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რადეკ პოლიცარი და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები.

შეხვედრა შეეხება თსსუ-ის გივი ჟვანიას პედიატრიის აკადემიური კლინიკის ტერიტორიაზე მაღალი სტანდარტების ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის ცენტრის ამოქმედებას.

მის: ლუბლიანას ქ. N 21

21 ოქტომბერს, 15:40 საათზე, პარლამენტში ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის აღმოფხვრის კომიტეტის თავმჯომარესთან, იურის რანცანსისთან და კომიტეტის წევრებთან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას შეხვედრა გაიმართება.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

21 ოქტომბერს, 18.45 საათზე, სასტუმრო „ვინდამ გრანდში“ გაიმართება ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ორგანიზატორია „ისრაელის სახლი“.

მის:ლ. გუდიაშვილის 3

21 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. პრემია „ლიტერა“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დაარსეს და მას შემდეგ ყოველწლიურად გაიცემა.

საკონტაქტო: თეკლა ქველაძე 591 93 93 23

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს