ელენე ხოშტარია - ქვეყნის ყველა წერტილიდან და  ქალაქიდან ვიტყვით, რომ არ ვეგუებით უსამართლო ხელისუფლებას

ჩვენ ხელისუფლებას ქვეყნის ყველა წერტილიდან და ქალაქიდან ვეტყვით, რომ არ ვეგუებით უსამართლო ხელისუფლებას, ამ ქვეყანაში თავისუფლებას ჩვენ მოვიპოვებთ, არ დავუთმობთ ბიძინა ივანიშვილს,-ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თელავში , მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში” ორგანიზებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, დღეს აქციაზე 20-21 ივნისის აქციების დროს დაპატიმრებული ბესიკ თამლიანის დედა და და არიან, რადგან უსამრთლობას აპროტესტებენ.

“პროტესტი გრძელდება და გაგრძელდება მანამდე, სანამ შედეგს არ მივაღწევთ. ეს შედეგი ვინმეს ხელისუფლებაში “მოჯდომა“ არ არის - ჩემი ან ნებისმიერი პოლიტიკოსის, შედეგი არის სამართლიანი, თავისუფალი საქართველო. სამართლიანი საქართველო, სადაც ის ადამიანები მძევლებად არ ჰყავთ, ვინც ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძვიან. პირადად ვნახე ყველა პატიმარი, რომლებიც არიან წესიერი, თავისუფლების მოყვარე ადამიანები. როდესაც მათ ვესაუბრები, ვივსები სიამაყით, რომ ასეთი ადამიანები ცხოვრობენ ამ ქვეყანაში”,-განაცხადა ხოშტარიამ.

მისი თქმით, დღეს ხალხის გამოსვლა თელავში ნიშნავს იმას, რომ თელავი “უსამართლო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას არ ეგუება“

„მიხარია, რომ დღეს, თელავში, თითოეული ადამიანი გამოხვედით არა ვიღაცის გამო ,არა ვიღაცის თხოვნით, არამედ იმის გამო , რომ ჩვენ არ ვეგუებით უსამართლო ხელისუფლებას, არ ვეგუებით, რომ ჩვენი ქვეყანა მათ დავუთმოთ, არ ვეგუებით მცოცავ ოკუპაციას, არ ვეგუებით უკანონო პრემიერ-მინისტრს, გავრილოვის პატიმრებს და მძევლებს ციხეებში. ამ ხმას ისინი აუცილებლად გაიგებენ”,-განაცხადა ხოშტარიამ.

საპროტესტო აქცია თელავში უკვე ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს. აქციაზე ადგილობრივებთან ერთად იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა