თელავში საპროტესტო აქცია ეროვნული ჰიმნით დასრულდა

თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში” ორგანიზებიული საპროტესტო აქცია ეროვნული ჰიმნით დასრულდა. აქციაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

აქციის მონაწილეებმა სცენიდან კახეთში არსებულ პრობლემებზე, ოკუპაციაზე, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულებზე ისაუბრეს და ხელისუფლების მმართველობის ფორმა გააპროტესტეს.

“ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ პრორუსულ ხელისუფლებას, ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება”,-აცხადებდნენ აქციის ორგანიზატორები.

მათივე თქმით, მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში” მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს 2020 წლის არჩევნებზე და ხელისუფლება მშვიდობიანი, “პროპორციული არჩევნების გზით სახლში გაუშვან”.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს