მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დღემდე არ არის ცნობილი მიზეზი, თუ რატომ გავიდა ანაკლიის პორტის პროექტიდან „კონტი ჯგუფი“

ნებისმიერი ის ორგანიზაცია და ნებისმიერი ის ინვესტორი, რომელიც მოთხოვნებს შეესაბამება და რომელიც ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარეც იქნება მისაღები სახელმწიფოსთვის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის იქნება მისაღები, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, როგორც მაია ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა, დღემდე არ არის ცნობილი მიზეზი, თუ რატომ გავიდა პროექტიდან „კონტი ჯგუფი“. მინისტრის თქმითვე, მათთან კომუნიკაცია არ შემდგარა, თუმცა ამის მცდელობა იყო.

„რაც ჩვენთვის უდაოდ მნიშვნელოვანია, ეს იყო ტენდერი. ამ ტენდერში გაიმარჯვა კონსორციუმმა, გიდასტურებთ, იმის გამო, რომ იქ იყო, იმ გამოცდილების და იმ ფინანსური რესურსების მქონე კომპანია, როგორიცაა „კონტი ჯგუფი“. რა თქმა უნდა, როდესაც „კონტი ჯგუფი“ პროექტიდან გადის, ამას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს პროექტის წარმატებაზე. სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომაც ჩვენ დღემდე არ დავუდასტურეთ ჩვენი თანხმობა კონსორციუმს „კონტი ჯგუფის გასვლაზე“, ამ აქციების გაცვლაზე და რატომაც მოვთხოვეთ კონსორციუმს, რომ ჩაენაცვლებინა „კონტი ჯგუფი“ ასეთივე გამოცდილების, ასეთივე რეპუტაციის დასავლური ჯგუფით“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, მისი განმარტებით, პროექტში „მერიდიან ჯგუფის“ არსებობა შემაფერხებელი არ უნდა იყოს, რადგან საუბარია ინვესტიციისთვის საკუთარი კაპიტალის მოზიდვაზე.

„კონსორციუმს აქვს სრული საშუალება, რომ სასურველი ინვესტორი შემოიყვანოს“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან, მინისტრის შეფასებითვე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური სახის პროექტიცაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა