ზუგდიდში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში არჩევნები ჩატარდა

ზუგდიდში, ქალაქის ტერიტორიაზე, ეგრისის, მაცხოვრისკარისა და კოლხეთის ზონების ოთხ უბანზე ფარული კენჭისყრა ჩატარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ადგილობრივებს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში საპროექტო ინიციატივების ხმის მიცემა დილის 11:00 საათიდან, საღამოს 19:00 საათამდე შეეძლოთ. კენჭისყრის პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილეებთან, გიგა ფარულავასთან და კოსტანტინე კაკავასთან ერთად გაეცნო.

,,ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის პროცესი, რაც სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტმა განახორციელა. დღეს ადგილობრივები ოთხ ზონაზე ირჩევენ პროექტებს და საღამოს ხმათა უმრავლესობით ლიდერი პროექტები გამოვლინდება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აქ ყველას თანაბარი უფლება აქვს გააკეთოს არჩევანი და შეცვალოს გარემო. მთავარია ვიაქტიუროთ. ერთად ყველაფერი გამოგვივა",- აღნიშნა მერმა გიორგი შენგელიამ.

მერიის ინფორმაციით, 2020 წლიდან ქალაქის მაცხოვრებლები თავიანთი შეხედულებისამებრ, პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეძლებენ დაგეგმონ საკუთარი ბიუჯეტი. ქალაქის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულს გამოეყოფა 200 000 – 200 000 ლარი. ეს თანხა გაიხარჯება მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირების ინიციატივა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს დავით გახარიას ეკუთვნის.

პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განვითარების თანამშრომლობის პროგრამისა და სოლლიდარობის ფონდი PL საქართველოს ხელშეწყობით ხორცილედება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა