2 ნოემბერს Summer Set-ის მასშტაბური ჰელოუნი გაიმართება

2 ნოემბერს მუსიკალური ფესტივალის Summer Set-ის შემოდგომის ღონისძიების ჰედლაინერი გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი Boris Brejcha იქნება. ღონისძიება ფესტივალის ახალ სივრცეში Warehouse 7/მე-7 პავილიონში გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, Boris Brejcha-ს ჩამოსვლა Helloween-ის შაბათს ემთხვევა, მოსულ სტუმრებს Warehouse 7/მე-7 პავილიონი მთლიანად ტრანსფორმირებული დახვდებათ შესაბამისი დეკორაციებითა და აქსესუარებით.

“შემოდგომის პირველი ღონისძიება 5 ოქტომბერს გაიმართა, Worakls-ისა და ორკესტრის შესრულებულ ივენთს 6000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, ჩვენი გუნდი უკვე მუშაობს იმაზე, რომ მეორე ღონისძიება კიდევ უფრო დასამახსოვრებელი იყოს. Warehouse 7/მე-7 პავილიონი ხელს გვიწყობს, ის ჰელოუინს მოვარგოთ. სტუმრებს კოსტიუმებით ველოდებით, თუმცა ადგილზეც ძალიან ბევრი გასართობი დახვდებათ”, - ამბობს ფესტივალის კომუნიკაციების მენეჯერი ნიკა დვალიძე.

„გერმანელი მუსიკოსი და პროდიუსერი Boris Brejcha თავისი ნიღბით და შოუს ელემენტებითაა ცნობილი. უკვე წლებია ის წამყვანი ფესტივალებისა და კლუბების ჰედლაინერია. Boris Brejcha-სთან ერთად მოსული სტუმრები ფესტივალის სცენაზე წინა სეზონზე აღმოჩენილ ახალ არტისტს Ziad Aliev-ს და დიჯეების დუოს Endorphins-ს მოისმენენ.

Summer Set საფესტივალო ბრენდად 2012 წელს ჩამოყალიბდა და 4 სეზონურ ღონისძიებას მოიცავს: Winter, Spring, Summer და Fall Set. ფესტივალების სერიამ ბათუმისა და თბილისის მასშტაბით, 70-მდე მასშტაბური ივენთი ჩაატარა და 200-ზე მეტ არტისტს უმასპინძლა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა