23 ოქტომბერს, კასპის, მცხეთის, დუშეთის მუნიციპალიტეტების სოფლების ნაწილს რამდენიმე საათით გაზმომარაგება შეუწყდება

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საგურამო - ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის მუხრანი - კასპის მონაკვეთზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების“ კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების შესრულების გამო, 23 ოქტომბერს, 05:00 საათიდან 18:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება კასპს, მცხეთის, დუშეთისა და კასპის მუნიციპალიტეტების შემდეგ სოფლებს: სადგური მეტეხი, მიქელწყარო, სადგური კავთისხევი, ახალქალაქი, თვალადი, ეზატი, გუდალეთი, ქვემო ხანდაკი, მეტეხი, წინარეხი, კავთისხევი, ქვემო ჩოჩეთი, შუა უბანი, გარიყულა, ზემო ჩოჩეთი, მირიანი, ციხისუბანი, გომი, ნიაბი, იდლეთი, თელადგორი, გომიჯვარი, ლავრისხევი, ოკამი, ფერმა, ჩანგილარი, ხვითი, ლამისყანა, თვაურები, თეზი, მუხრანი, ვაზიანი, ძალისი, პატარა ქანდა, ძველი ქანდა, საქადაგიანო, ხიდისყური, აღაიანი, ციხისძირი, ქსანი, ძეგვი, სასხორი, ახალი ნიჩბისი, ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, არმაზის, ბაქაქური, ვარდისუბანი, ირტოზა, ოძისი, ქსოვრისი, ჭაშა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!