თავდაცვის მინისტრი ფინეთის ელჩსა და ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინეთის რესპუბლიკის ელჩს არია ინკერი მაკკონენსა და თავდაცვის ატაშეს პოლკოვნიკ ჯუჰა მაკელას უმასპინძლა. გაცნობით შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ფინეთის თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მხარეებმა საქართველოსა და ფინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილმა ფინეთის მხარეს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი ქვეყნების ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეს ფორმატი საქართველოს ფინეთთან ინტენსიური თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს.

„შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ფინეთის როლი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში, ფინური მხარის მიერ გამოცდილების გაზიარება ტოტალური თავდაცვის კონცეფციის შემუშავებაში და ფინეთის აქტიური ჩართულობა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში (EUMM).

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა