წყალტუბოში მცხოვრები დევნილი მოზარდებისათვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ქალაქ წყალტუბოში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოზარდებისათვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის ჩატარდა მასტერკლასები ხატვასა და კალიგრაფიაში, ბავშვების ხალისიან განწყობაზე კი ანიმატორებმა და სხვადასხვა ზღაპრისა და ანიმაციური ფილმების გმირებმა იზრუნეს. ასევე, მოზარდებისთვის სახალისო კონკურსები და ვიქტორინები გაიმართა, რომლის გამარჯვებულებიც სხვადასხვა პრიზებით დასაჩუქრდნენ. ღონისძიება კონცერტით დასრულდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა