ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარიუშ მაშკევიჩს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მარიუშ მაშკევიჩს და პოლონეთის საელჩოს, როგორც ნატოს საკონტაქტო საელჩოს საქართველოში, აქტიურობისა და ეფექტური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში პოლონეთის აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე SNGP-ის სამომავლო განვითარების პერსპექტივაზეც იმსჯელეს, რომელიც კონცენტრირებული იქნება მეტ დინამიურ, მიზნობრივ და ჰიბრიდულ მიდგომაზე და ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის შესაძლებლობების ზრდას.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა