ანა დოლიძემ დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების მოთხოვნით მთავრობას მიმართა

იურისტმა ანა დოლიძემ დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების მოთხოვნით მთავრობას მიმართა.

ანა დოლიძე ფიქრობს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგიონულ დონეზე თანამშრომლობა აუცილებელია.

„დაცული ტერიტორიის სტატუსი საშუალებას მოგვცემს რომ დავით გარეჯი გადაიქცეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად, გეოპოლიტიკური მნიშვნელობის რეგიონულ ობიექტად, რომლის საერთო სარგებლობა, ტურისტული, ეკოლოგიური, ეკონომიკური და კულტურული საშუალებით გვექნება ორივე მხარეს. ეს განმუხტავს დაძაბულობას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და ამავე დროს დავით გარეჯს გადააქცევს მსოფლიო მიზიდულობს ობიექტად“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე შეფასებით, ათწლეულებია დავით გარეჯის ტერიტორია ქართულ- აზერბაიჯანული ურთიერთობის დაძაბულობის კერად არის ქცეული, მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ხელისუფლების მხრიდან პრობლემის მოგვარების რეალური გზების შესახებ ინფორმაცია არ გაჟღერებულა.

„დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების პროგრამაზე მუშაობა ქართველმა მეცნიერებმა წლების წინ დაიწყეს. შემუშავებულია 200-გვერდიანი სახელმღვანელო პრინციპები, რომელიც გლობალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შეიქმნა. ასევე მომზადებილია დოკუმენტი, სადაც საუბარია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის სარგებელზე და გამოწვევებზე. პრობლემის მოგვარების დოკუმენტი არსებობს და საჭიროა პოლიტიკური ნება, რომ ორივე ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების პირები მეცნიერებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად აქტიურად ჩაერთონ საკითხის განხილვაში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების მოთხოვნას იზიარებს ასევე ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა