გლდანში, გამვლელის მიერ დაჭრილ 15 წლის მოზარდს 3 ოპერაცია ჩაუტარდა და კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება

გლდანში, გამვლელის მიერ რამდენიმე დღის წინ დაჭრილი 15 წლის მოზარდის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. ექიმის ინფორმაციით, პაციეტი ისევ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„პაციენტს ჩაუტარდა 3 ქირურგიული ჩარევა. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა და შეესაბამება ქირურგიული ჩარევის შემდგომ პერიოდს. ჰემოდინამიკური პარამეტრები სტაბილურია, მაგრამ ჯერჯერობით, მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება",-განაცხადა ქეთევან კუპატაძემ.

შეგახსენებთ, რომ 15 ოქტომბერს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, 15 წლის მოზარდი გამვლელმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა, დაჭრა. აღნიშნული მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა