პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, იუსტიციის საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ.

დეპუტატთა ნაწილის განცხადებით, მიქაუტაძესთან მწვავე კითხვები ექნებათ.

„გიორგი მიქაუტაძემ ინერვიულოს, წინასწარ კარგად მოემზადოს, რადგან მას არ ექნება კომფორტული გარემო. მასთან შეკითხვებს მონობის შესახებ დავსვამთ, იმ მსახურობის შესახებ, რაც მას ჰქონდა“,- განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა და აღნიშნა, რომ მიქაუტაძე რეჟიმის დავალებებს ასრულებდა.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე მოუსმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 11 კანდიდატს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა