ანრი ოხანაშვილი - ტყუილია, თითქოს ანა დოლიძე დარბაზში არ შემოვუშვით - როგორც ჩანს, მან მოქალაქეებთან ერთად დაჯდომა იუკადრისა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებას, რომ იგი კომიტეტის სხდომაზე არ დაუშვეს, ტყუილს უწოდებს.

ოხანაშვილის თქმით, დარბაზში კონკრეტული ადგილები წინასწარ არის გადანაწილებული და დასწრების მსურველმა კომიტეტის თავმჯდომარეს ამის თაობაზე წინასწარ უნდა მიმართოს, რასაც მისივე თქმით, ანა დოლიძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ანა დოლიძეს დარბაზის შიდა აივანზე დასწრება შესთავაზეს, თუმცა „მან მოქალაქეებთან ერთად დასწრება იუკადრისა".

„ახლა გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ ანა დოლიძე პარლამენტში ყოფილა მოსული. მან სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ თითქოს მან მოგვმართა და ჩვენ დარბაზში არ შემოვუშვით, რაც არის ტყუილი. იუსტიციის საბჭოს წევრის მხრიდან ასეთი ტყუილის გავრცელება უხერხულია. მოგეხსენებათ, ეს დარბაზი განკუთვნილია პარლამენტის წევრებისთვის, მედიის წარმომადგენლებისთვის, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის, გადანაწილებულია კონკრეტული ადგილები არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებისთვის. ვინაიდან ინტერესი დიდია და თუ ვინმეს დასწრების სურვილი აქვს, ადგილები აქ თავისუფალი არ გვაქვს, ვთავაზობთ აქვე დარბაზში, აივანზე დასწრებას. როგორც ჩანს, ანა დოლიძემ იუკადრისა მოქალაქეებთან ერთად დაჯდომა, რაც საბჭოს წევრის მხრიდან უხერხულია. შეკითხვების დასმა არის განსაზღვრული, კომიტეტმა ამასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება. მაქსიმალურად ყველა სუბიექტს ვაძლევთ შეკითხვის დასმის შესაძლებლობას. სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეს დასწრების საშუალებას არ ვაძლევთ, ძალიან ცუდი და არასწორია. თუ მომმართავენ, რომ მაინცდამაინც დარბაზში დასწრება უნდათ, მაქსიმალურად ვცდილობ, ეს უზრუნველვყო. მისი მხრიდან მსგავსი განცხადება ჩემს სახელზე არ შემოსულა,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა