კასპში არასრულწლოვანი დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის მამას ბრალი წაუყენეს

კასპში, 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლეს ბრალი წაუყენეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მიხეილ დვალიშვილის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა მიაწოდა.

მიხეილ დვალიშვილს ბრალი არასრულწლოვანთან ნებაყოფლობით სქესობრივი კონტაქტის გამო წაუყენეს.

ამ წუთებში, დვალიშვილი გორის პოლიციაში ადვოკატთან ერთად იმყოფება.

ცნობისთვის, შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

სამართალდამცავებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი, 16 წლის დედა 21 მაისს დააკავეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა