გიგა ბუკია - ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ მიქაუტაძეს მხარს არ დაუჭერს -  8 წლის წინაც ვეუბნებოდი მიეღო სწორი გადაწყვეტილება, მან აირჩია მძევალი ყოფილიყო

ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს მხარს არ დაუჭერს,- ამის შესახებ დეპუტატმა გიგა ბუკიამ მედიას განუცხადა. მისი თქმით, მიქაუტაძემ არ გამოიყენა დღეს შანსი და დარჩა “მძევლად”.

“გიორგი მიქაუტაძეს დღეს ბევრი შანსი ჰქონდა, რომ სიმართლე ეთქვა და ან ეღიარებინა მის მიმართ განხორციელებული ზეწოლა, აეხსნა რატომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. მან ეს შანსი დღესაც არ გამოიყენა, როგორც იმ დროს. რვა წლის წინაც ვეუბნებოდი მიეღო სწორი გადაწყვეტილება. მან აირჩია ყოფილიყო მძევალი იმ სუტუაციის, რაშიც მოხვდა თავის დროზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ გიორგი მიქაუტაძეს, კონსერვატორიულ პარტიაზე მაქვს საუბარი. ჩვენ ვხედავთ, რომ შემოთავაზებულ კანდიდატთა შორის ბევრი მსგავსი ღირსეული კანდიდატია”,-განაცხადა ბუკიამ.

ცნობისთვის, საქმე ეხება გიორგი მიქაუტაძის მიერ 2012 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას. მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე 7 საათის მანძილზე განიხილავდა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის(ყოფილი კონტროლის პალატა) მიერ შედგენილ 17 სამართალდარღევის ოქმს, რომლის თანახმადაც, 17 პირი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი პარტიების სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობის განხორციელებაში და ისინი პარტიებისთვის გადარიცხული თანხის ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმდნენ. დაჯარიმებულთა შორის იყო გიგა ბუკია.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს