მამუკა მდინარაძე - 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის განშტოებებს

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის განშტოებებს, ასევე რამდენიმე აქტივისტს რომლებიც ამ ნარატივში ერთიანდებიან, - ეს განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.

ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გიორგი გახარიას პრემიერ - მინისტრობა სირცხვილი, მამუკა მდინარაძე პასუხობს, რომ სირცხვილი სწორედ ამ თემით სპეკულირებაა.

„სირცხვილია ყველაფრის ტენდენციურად გაშუქებაც, კომენტირებაც, სპეკულირებაც ისეთ თემებზე, სადაც არის ერთი სიმართლე და სადაც შეფასებები ხდება ხოლმე მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება აქციის დროს დაშავებულ ადამიანებს, მორალური ვალდებულება ამასთან დაკავშირებით არავინ არ უნდა მოიხსნას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა