26 ოქტომბერს   “სითი მოლი საბურთალო” ოფიციალურად იხსნება

26 ოქტომბერს, თბილისის ცენტრში, ვაჟა-ფშაველას N70-ში, მასშტაბური სავაჭრო კომპლექსი - “სითი მოლი საბურთალო” ოფიციალურად იხსნება. „სითი მოლი საბურთალოს“ გახსნასთან დაკავშირებით 26 ოქტომბერს, გრანდიოზული ღონისძიება გაიმართება - „სითი მოლი საბურთალოს“ სტუმრებს დილის 11:00 საათიდან, საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ გათამაშებაში, აღმოაჩინონ სიურპრიზები, ჩაერთონ გასართობ აქტივობებში, დაესწრონ კონცერტს და ისიამოვნონ ექსკლუზიურად „სითი მოლისთვის“ შექმნილი ლაზერ შოუთი. საღამოს კულმინაცია - გახსნის ოფიციალური ცერემონია - 19:30 საათზე აიღებს სტარტს.

როგორც „ინტრეპრესნიუსს“ „სითი მოლიდან“ აცნობეს, ღონისძიების მუსიკალური შოუს სპეციალური სტუმარია „სალიო“ გრანდიოზული კონცერტის დასრულების შემდეგ საღამოს მუსიკალურად გააფორმებს DJ – კოტე ჯაფარიძე. სავაჭრო ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

„120 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული, ენერგოეფექტური, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ინოვაციური დიზაინის მქონე, მრავალფუნქციური კომპლექსი, „სითი მოლი საბურთალო“ 200-ზე მეტ, უახლესი კონცეფციისა და გამორჩეული კოლექციების მქონე, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების მაღაზიებს, კაფეებს, რესტორნებს, საქართველოში უდიდეს კინოთეატრს, უნიკალური კონცეფციის მქონე ბავშვთა გასართობ და ბოულინგის ცენტრებს, ტექნიკის, ავეჯის, დეკორის, თავის მოვლის საშუალებებისა და პარფიუმერიის, სათამაშოების, წიგნების, სამკაულებისა და სასაჩუქრე მიმართულების ბრენდულ მაღაზიებს აერთიანებს ერთ სივრცეში, ქალაქის ცენტრში, ვაჟა-ფშაველას N70-ში. სავაჭრო ცენტრი აღჭურვილია მიწისქვეშა ორ დონიანი, 1500 ავტომობილზე გათვლილი, ავტოსადგომით.

პირველად საქართველოში, „სითი მოლი საბურთალოს“, მომხმარებელს საშუალება მიეცემა, ეწვიოს და იშოპინგოს ცენტრში განთავსებულ პრემიუმ კლასის სივრცეში. აღნიშნული სივცრე სავაჭრო ცენტრში უახლოეს მომავალში გაიხსნება.

„სითი მოლში“ წარმოდგენილი იქნება საქართველოში ყველაზე დიდი, კინოთეატრი “კავეა სითი მოლი” ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი “ScreenX” დარბაზით. უახლესი, 2019 წლის კონცეფციის, “ზარა”, “მასიმო დუტი”, “ოიშო”, “სტრადივარიუსი”, “ფულ ენდ ბეარი”, “ბერშკა”, “მანგო”, “ჰ&მ” - რომელთა მსგავსიც მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ოპერირებს. „სითი მოლში“ სტუმრად მოსული შოპინგის მოყვარულები აღმოაჩენენ სხვა ცნობილი წამყვანი ბრენდების კონცეპტუალურ მაღაზიებს.

2019 წლის ბოლომდე სავაჭრო და გასართობ ცენტრში გაიხსნება „ოკტოპუს - ფიტნეს კლუბი“, „ვაიკიკი“, „ნიუ იორკერი“, ცნობილი საერთაშორისო ბრენდების კვების ობიექტები, ისეთები როგორებიცაა: „მაკდონალდსი“ და „ბურგერ კინგი“. 2019 წლის ბოლომდე ფუნქციონირებას დაიწყებს სავაჭრო და გასართობ ცენტრთან არსებული „A კლასის“ ბიზნეს ცენტრი „სითი თაუერი“.

„სითი მოლი საბურთალო“, თანამედროვე კონცეფციის ახალი სავაჭრო და გასართობი კომპლექსი, გამორჩეული ლოკაციითა და ბრენდების მიქსით, გიწვევთ სავაჭრო ცენტრის გრანდიოზული გახსნის ღონისძიებაზე 26 ოქტომბერს. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია“, - აღნიშნულია „სითი მოლის“ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა