ექსპერტი „მუქარის წერილზე“ - პროკურატურას ორი ვარიანტი აქვს - ან უნდობლობა უნდა გამოუცხადოს საერთაშორისო ექსპერტების მიერ ჩატარებული ექსპერტიზას, ან დაუშვას, რომ თითის ანაბეჭდებს ნივთიერ მტკიცებულებად მიიღებს

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ხაზარაძემ პროკურატურაში „მუქარის წერილის“ ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისი თითის ანაბეჭდებიც წარადგინა და თუ პროკურატურა მასზე საგამოძიებო მოქმედებებს არ განახორციელებს, მოუწევს დაასაბუთოს, რატომ არ იზიარებს ამ მტკიცებულებას, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ზაზა ალთუნაშვილმა, „ინტერპრესნიუსს“ „მუქარის წერილზე“ საუბრისას განუცხადა.

ექსპერტის თქმით, პროკურატურას ორი ვარიანტი აქვს: ან დაუშვებლად უნდა ცნოს საერთაშორისო ექსპერტების მიერ ჩატარებული ექსპერტიზა და უნდობლობა გამოუცხადოს მას, ან დაუშვას, რომ ამოღებულ თითის ანაბეჭდებს ნივთიერ მტკიცებულებად მიიღებს.

„შეიძლება, რომ პროკურატურამ დაუშვებლად ცნოს მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზა და თქვას, რომ მათ მიერ ამოღებულ თითი ანაბეჭდებს არ ენდობა. ან კიდევ, დაუშვას, რომ ამოღებულ თითის ანაბეჭდებს მივიღებ ნივთიერ მტკიცებულებადო. თუ მიიღებს ნივთიერ მტკიცებულებად, მაშინ ბაზაში უნდა შეადაროს ვისი თითის ანაბეჭდებია. თუ არ ენდობიან მათ ჩატარებულ ექპერტიზას, ეს ერთი საკითხია, მაგრამ რის საფუძველზე არ ენდობიან?! მე როგორი შთაბეჭდილებაც დამრჩა, ხაზარაძემ მხოლოდ ფურცელი-დასკვნა კი არ წარადგინა, არამედ ამოღებული, იდენტიფიკაციისთვის ვარგისი თითის ანაბეჭდებიც წარადგინა. ეს იქნება თითის კვლები, რომლითაც შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიცირება. ჩანს, რომ დასკვნას თან ერთვის ეს ანაბეჭდებიც, რითიც შესაძლებელია დადგენა, თუ ვისი ანაბეჭდებია ქაღალდზე. პროკურატურამ უნდა ჩაატაროს ახლა საგამოძიებო მოქმედებები, თუ ვის ეკუთვნის აღნიშნული ანაბეჭდები.“, - განაცხადა ალთუნაშვილმა.

კითხვაზე, აქვს თუ პროკურატურას ვალდებულება, რომ აღნიშული ექსპერტიზის დასკვნაზე საგამოძიებო მოქმედებები ნებისმიერ შემთხვევაში ჩაატაროს, ალთუნაშვილმა განაცხადა, რომ „პროცესუალურად, არ არის სავალდებულო საგამოძიებო ორგანოსათვის, რომ ექსპერტიზის დასკვნა შეაფასოს. იგი ფასდება სხვა მტკიცებულებებთან ერთად, მაგრამ თუ პროკურატურა არ იზიარებს ამ მტკიცებულებებს, უნდა დაასაბუთოს რატომ არ იზიარებს. წესით უნდა გაიზიაროს“, - აღნიშნა ექსპერტმა.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ „მუქარის წერილის“ დედანთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას, რომ „წერილი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილოსკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას“, ალთუნაშვილი აცხადებს:

„ხაზარაძე სულაც არ ითხოვს, რომ პროკურატურაში წარდგენილ დოკუმენტზე ახლა თქვენ ჩაატარეთ ექსპერტიზაო. ხაზარაძემ იცოდა, რომ აქ ვერ ამოიღებდნენ ამ ანაბეჭდებს და იმიტომ წაიღო იქ. გასაგებია, რომ ახლა ვეღარ ამოიღებენ. ეს ჩატარებული აქვს კომპეტენტურ ორგანოს თავის დროზე, როგორც ხაზარაძე ამბობს და უკვე ამოღებულია თითის ანაბეჭდები“, - განაცხადა ალთუნაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა