ნურიელ რუბინი - საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგი მაგალითია

საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანამ საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი, როდესაც თითქმის 5%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწია და მისაბაძია იმ ქვეყნებისთვისაც, რომელთაც სურთ ჰქონდეთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა, სრულყოფილი ფისკალური პოლიტიკა და სახელმწიფო ფინანსები, დაბალი საბიუჯეტო დეფიციტი და სახელმწიფო ვალი.

„საქართველომ, სხვა მრავალ ქვეყანასთან ერთად გააცნობიერა დამოუკიდებელი, ინფლაციაზე ფოკუსირებული ცენტრალური ბანკის მნიშვნელობა. საქართველოში არის ინფლაციის თარგეთირების და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმები, როდესაც სახეზე არის საგარეო შოკი, სწორედ კურსით ხდება შოკის ნაწილობრივი აბსორბირება. საქართველოს ჰქონდა მაღალი საგარეო დეფიციტი, მაგრამ ეს დეფიციტი მცირდება და მისი დაფინანსება ძირითადად პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ხდება. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც გაქვს მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი, მისი დაფინანსება უმჯობესია მოხდეს გრძელვადიანი რესურსით და ეროვნული ვალუტით. საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ფინანსდება კაპიტალით, რომელიც არის როგორც გრძელვადიანი, ასევე ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული რესურსი. საქართველოს საფინანსო სისტემა ჯანსაღია,ბანკების ზედამხედველობა და რეგულირება სწორად და წარმატებით ხორციელდება. მათ აქვთ კარგი კაპიტალი, კარგი ლიკვიდობა და დაბალი ლევერიჯი. შესაბამისად, ბოლო ხანებში ქვეყნის რეიტინგები იზრდება, რადგან ჯანსაღი საფინანსო სექტორი მაკროეკონომიკური სტაბილურობის ფუნდამენტია. მაკროეკონომიკურ სტაბილურობასთან ერთად საჭიროა მიღწეულ იქნეს პროდუქტიულობის ზრდა და მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც გულისხმობს რეფორმებს, რომელიც ეკონომიკური ზრდის პოტენციალსაც ზრდის“, - განაცხადა ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ.

ცნობისთვის, „აბრეშუმის გზის“ ფორუმი თბილისში უკვე მესამედ ტარდება, წელს მას 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი ესწრება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა