გიორგი ბახტურიძის განცხადებით, თამბაქოსთვის თავის დანებებისთვის საჭირო პრეპარატები მწეველებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ხოლო სოციალურად დაუცველთათვის, უფასო

თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელის, გიორგი ბახტურიძის განცხადებით, თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის სახელმძღვანელო მოიცავს როგორც ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს, ასევე მედიკამენტოზურ მკურნალობას.

მისივე თქმით, თამბაქოსთვის თავის დანებებისთვის საჭირო პრეპარატები ყველა მწეველისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ხოლო სოციალურად დაუცველთათვის სრულიად უფასო. ამის შესახებ ბახტურიძემ თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის ადგილობრივი და ევროპული სახელმძღვანელოების პრეზენტაციაზე განაცხადა.

„გაიდლაინი და პროტოკოლი, ეს არის სავალდებულო დოკუმენტი ექიმებისთვის, რომელიც უნდა გაითვალისწინონ თამბაქოსთვის თავის დანებების პრაქტიკაში. ეს გაიდლაინები მოიცავს, როგორც ფსიქოლოგიურ რჩევასა და კონსულტაციებს, ასევე ფარმაკოთერპიასაც - როგორ და რა მედიკამენტების საშუალებით უნდა უმკურნალონ თამბაქოსთვის თავის დანებების მსურველ პირებს. გარდა ამისა, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მედიკამენტები იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი მწეველებისთვის, ამიტომ ჩვენი ინიციატივით პარლამენტმა უკვე დაიწყო განხილვა და გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული. დღგ-სგან და იმპორტის გადასახადებისგან გათავისუფლდება თამბაქოსთვის თავის დანებების ყველა საშუალება, ასევე დღეს ოფიციალურად კიდევ ერთხელ ვთხოვთ სამინისტროს, რომ ქრონიკულად მოავადე, ნიკოტინზე დამოკიდებული პირებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის მედიკამენტები და სერვისები იყოს აბსოლუტურად უფასო", - განაცხადა ბახტურიძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს