მოსამართლეობის კანდიდატი პაატა სილაგაძე ეკა ბესელიას მხრიდან, მისი შვილის საქმის გამო, შურისძიებას არ გამორიცხავს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი პაატა სილაგაძე შურისძიების საფრთხეებზე საუბრობს.

სილაგაძეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. მისთვის კითხვები დამოუკიდებელ დეპუტატს ეკა ბესელიას უნდა დაესვა, თუმცა მოსამართლეობის კანდიდატმა განცხადების გაკეთება ითხოვა და აღნიშნა, რომ ეკა ბესელიას აქვს წინასწარ ნეგატიური განწყობა მის მიმართ, ვინაიდან მან ეკა ბესელიას შვილისა და ძმის საქმე განიხილა.

„როდესაც 10 -კაციანი სია შედგა, პირველი კომენტარები ქალბატონი ეკასგანაც იყო, რომ მისი შვილის საქმის მოსამართლის კანდიდატურის განხილვა არ უნდა მომხდარიყო. მას წინასწარ, გამოკვეთილი აქვს აზრი, რომ მე უარყოფითი პიროვნება ვარ. ასევე იყო გუშინ, „პალიტრანიუსზე“, როდესაც ის ინტერვიუს აძლევდა და ამბობდა: - „ნახეთ რა ელის მას, უარეს მდგომარეობაში ჩავარდება. სასაცილოა ამ კანდიდატის წარმოდგენა საერთოდ“. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება შურისძიების ეტაპი, იმიტომ, რომ მე მისი შვილის საქმე განვიხილე“, - განაცხადა პაატა სილაგაძემ.

მოსამართლეობის კანდიდატს განცხადების გაკეთება სხდომის წამყვანმა დავით მათიკაშვილმა შეაწყვეტინა და განუმარტა, რომ მას უნდა მოესმინა კითხვები და შესაბამისი პასუხები გაეცა, „თუ სურვილი აქვს“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა