ნათია თურნავა „საქართველოს მხრდამჭერ აქტზე“ - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა, ერთობლივ ეკონომიკურ ურთიერთობებში იყოს ტრანსლირებული

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომელიც ადასტურებს მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, - ასე აფასებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის დაამტკიცების საკითხს.

მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, როდესაც აშშ-ს კონგრესმა ასე ცალსახად, კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს. ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელსაც წლების მანძილზე ვხედავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან, აშშ-სგან, კიდევ უფრო მეტად იყოს ტრანსლირებული ერთობლივ ეკონომიკურ ურთიერთობებში. ჩვენ მათთან ვსაუბრობთ ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე, ვსაუბრობთ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით, რომელიც დიდი იმედია, დაიწყება საქართველო-აშშ-ს შორის.ასევე, ამერიკული 300-მდე კომპანიაა აქტიური საქართველოში სხვადასხვა კაპიტალის მონაწილეობით. ჩვენს საინვესტიციო პანელზეც მონაწილეობდა ერთ-ერთი ამერიკული საინვესტიციო ფონდი. ამერიკელები საქართველოში ინვესტიციებს აქტიურად ახორციელებენ. ჩვენი მხრიდან ვახვედრებთ მათ სტაბილურ, მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს", - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა