გიორგი კანდელაკი - პრინციპულია, საქართველომ იმუშაოს ამერიკასთან, რომ აქტის სულისკვეთება ქაღალდზე არ დარჩეს და რუსეთის მიმართ სანქციები დაწესდეს

პრინციპული ტესტია, საქართველოს მთავრობა ამერიკასთან იმუშავებს თუ არა, რომ აქტის სულისკვეთება გადაიზარდოს რუსეთის მიმართ პრობლემაში, სანქციები დაწესდეს და ქაღალდზე არ დარჩეს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ "საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის" დამტკიცებას.

მისი თქმით, ამერიკის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანი სიგნალია, რადგან ეს აჩვენებს, ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ - არა.

"ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია, რადგან ეს აჩვენებს ჩვენი მეგობარი ვინ არის და ვინ - არა. ასევე, საქართველოს ვინ უდგას გვერდში, ვინ არა და ამერიკის რაოდენ მადლობელი უნდა ვიყოთ. როცა საოკუპაციო ხაზის გადმოწევა მოხდება, ან ადამიანის უფლებების დარღვევა, ეს ყველაფერი რეალურ პრობლემად უნდა გადაიზარდოს ოკუპანტისთვის. რუსეთის მიმართ სანქციების თაობაზე "ევროპული საქართველოს" რეზოლუციას ხელისუფლებამ ჯვაროსნული ომი გამოუცხადა, მაგრამ ჩვენი დოკუმენტი სანქციების ნაწილში საქართველოს მხარდამჭერი აქტის სულისკვეთებას მთლიანად იზიარებს. პრინციპული ტესტია, საქართველოს მთავრობა ამერიკასთან იმუშავებს თუ არა, რომ აქტის სულისკვეთება გადაიზარდოს რუსეთის მიმართ პრობლემაში, სანქციები დაწესდეს და ქაღალდზე არ დარჩეს", - განაცხადა კანდელაკმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა