სახელმწიფო რწმუნებული კახეთში, დეპუტატებთან ერთად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

სახელმწიფო რწმუნებული კახეთში ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტის წევრებთან მიხეილ ყაველაშვილთან, რომან მუჩიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან - გიორგი ერბოწონაშვილთან და ოთარ ჩალათაშვილთან ერთად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების - შიბლიანის, მზისგულის, ვერხვიანისა და კაკაბეთის მოსახლეობას, საჭიროებების გამოვლენის მიზნით, შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მათ შეხვედრაზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.

„ღია შეხვედრების ფარგლებში მოსახლეობის მხრიდან ძირითად პრობლემად - სასმელი წყალი, შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა დასახელდა. აღნიშნული პრობლემები, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ცნობით, შემდეგი წლების ბიუჯეტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.

მოსახლეობასთან შეხვედრები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომავალ დღეებშიც გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა