სემეკმა დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებისთვის დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესები დაამტკიცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს.

„წესის საფუძველზე დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ფარგლებში დადგინდება, თუ რამდენად სრულყოფილად ასრულებს კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს კონკრეტული რეგულირებადი საქმიანობისათვის საჭირო დანახარჯების წარმოშობის, დასაბუთების, გონივრულობის და სათანადოდ აღრიცხვის კუთხით.

სატარიფო რეგულირების პროცესში სემეკი ითვალისწინებს კომპანიის მიერ წარმოდგენილ, დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შედგენილ აუდიტის ანგარიშს, რომლითაც აუდიტორის მიერ დადასტურებულია კომპანიის ყველა სახის დანახარჯი და არა ამ დანახარჯის მიზანშეწონილობა კონკრეტული რეგულირებადი საქმიანობისთვის.

„დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი“ კი ადგენს პრინციპებს, კონკრეტულ რეგულირებად საქმიანობასთან დანახარჯის კავშირისა და მისი გონივრული ოდენობით განსაზღვრის შესახებ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა