დავით ზალკალიანი  სომხეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ტიგრან ავინიანნთან გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა სომხეთის მხარეს, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მაღალი დონის მონაწილეობისთვის, მხარეებმა პოზიტიური შეფასება მისცეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკას. კიდევ ერთხელ დადებითი შეფასება ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს სომხეთის რესპუბლიკაში, რაც მხარეების შეფასებით დამატებით მუხტს შესძენს საქართველო-სომხეთის ურთიერთობებს მრავალი მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობების განმტკიცებისთვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა