მამუკა მდინარაძე პაატა სილაგაძეს - არ მგონია, სასიკეთოდ წაგადგეთ, როცა რამდენიმე დეპუტატის კითხვას პასუხი არ გაეცით

არ მგონია, რომ თქვენ სასიკეთოდ წაგადგეთ, როდესაც რამდენიმე დეპუტატის კითხვას პასუხი პრინციპულად არ გაეცით, - ასე მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს პაატა სილაგაძეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც პაატა სილაგაძის მოსმენა მიმდინარეობს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კითხვებზე პასუხის არგაცემა შესაძლოა მისთვის დამაზიანებელი აღმოჩნდეს სამომავლოდ.

„მე არ მგონია, რომ თქვენ სასიკეთოდ წაგადგეთ, როდესაც თქვენ რამდენიმე დეპუტატის კითხვას პასუხი პრინციპულად არ გაეცით, რადგან რაც არ უნდა განსხვავებული აზრები გვქონდეს, მაგალითად, მე და ლევან გოგიჩაიშვილს და რაც არ უნდა არ მომწონდეს, ან მას არ მოსწონდეს ჩემი აზრი, თუ აღმოვჩნდები იმ სიტუაციაში, სადაც ფორმატი იძლევა საშუალებას, რომ მას კითხვებზე პასუხი გავცე, ამას აუცილებლად გავაკეთებ, იმიტომ, რომ საწინააღმდეგო ქმედება ჩემთვის დამაზიანებელი იქნება. მე ასე მიმაჩნია“, - განაცხადა მდინარაძემ და დაინტერესდა, რა იყო მიზეზი იმისა, რის გამოც პაატა სილაგაძემ პრინციპულად უარი თქვა რამდენიმე დეპუტატის კითხვაზე პასუხის გაცემაზე.

„იმ დამოკიდებულებით რაც ჩემთან მიმართებაში ქალბატონ ეკას აქვს, მისი დამოკიდებულება ჩემს მიმართ იმდენად არაობიექტურია, რადგან მისი შვილის საქმე მაქვს განხილული, ამიტომ მიმაჩნია, რომ მისი ყველა კითხვა ჩემს მიმართ სუბიექტური იქნება“, - განმარტა სილაგაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა