მამუკა მდინარაძე სპეკულაციას უწოდებს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე იმ ოპოზიციონერების განცხადებებს, რომლებმაც დახურულ შეხვედრაზე ამ თემაზე არასაჯარო ინფორმაცია მოისმინეს

მე შეიძლება ოჯახის წევრს ათასჯერ უკეთესად გავუგო, ვიდრე იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დახურულ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის პასუხისგებაში შესაძლო მიცემის თაობაზე დასმულ კითხვას. მდინარაძე სპეკულაციას უწოდებს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე იმ ოპოზიციის წევრების განცხადებებს, რომლებიც მისი თქმით, დახურულ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ და ამ თემაზე არასაჯარო ინფორმაციაც მოისმინეს.

„გასაგებია, რომ თემის აქტუალიზაცია ხელოვნურადაც ხდება. მე შეიძლება ოჯახის წევრს ათასჯერ უკეთესად გავუგო, ვიდრე იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ პარლამენტში გამართულ დახურულ შეხვედრაზე. ისინი ამ დახურული შეხვედრის შემდეგ გამოვიდნენ და იგივე მესიჯ-ბოქსში ისხდნენ, რომლითაც ამ თემაზე სპეკულაციურად საუბრობდნენ. მე ამას შემთხვევით არ ვამბობ. დახურულ ფორმატში იყო უამრავი ინფორმაცია, მათ შორის ის დეტალები, რომლებიც უსაფრთხოების სამსახურის მიერ ვერ იქნება ღია ფორმატში წარმოდგენილი, ამ წარმოუდგენლობის მიზეზებიც ძალიან კარგად იციან პატივცემულმა ოპონენტებმა, მაგრამ ამ თემით სპეკულირებას მაინც აგრძელებენ. ეს სამწუხაროა, რაც შეეხება რომელიმე ადამიანის პასუხისგებას ან მისი უდანაშაულობაზე საუბარს, ამ ყველაფერს სჭირდება კონკრეტული მტკიცებულებები ორივე მიმართულებით. ჩვენ ვნახეთ, რომ არავინ ერიდება არანაირი თანამდებობის პირის დაბარებას, თუკი მისი გამოკითხვის აუცილებლობა არსებობს. იყვნენ ადამიანები ქვეყანაში, რომლებსაც არათუ დაკითხვაზე დაბარებას, არამედ პარლამენტში მოსულებს კითხვის დასმასაც ვერ უბედავდნენ. დღეს არის სხვა სტანდარტი და ამ სტანდარტის გადასაფარად ძალიან ხშირად ნეგატიური პიარ-კამპანია მიმდინარეობს,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა