გიგი უგულავა - პროკურატურა არც ადრე იყო პოლიტიკური დევნისგან შორს, მაგრამ ივანიშვილის პირობებში, თავიდან ბოლომდე ძალადობის ინსტრუმენტია

პროკურატურა, სამწუხაროდ, არც ადრე იყო პოლიტიკური დევნისგან შორს, მაგრამ ივანიშვილის პირობებში, თავიდან ბოლომდე ეს არის ძალადობის ინსტრუმენტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ ყოფილი პროკურორის, სალომე ადეიშვილის „ფეისბუქ“ სტატუსის შეფასებისას განუცხადა.

მისივე თქმით, „ეს ადამიანები არ ექვემდებარებიან არანაირ კანონს და არ ცნობენ არაფერს“.

„არსებობს მხოლოდ ივანიშვილი, რომელთანაც აუდიენციაზე კვლავ ირაკლი შოთაძე დადის, მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი აღარაა პროკურორი. მთლიანადაა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი, იგონებენ და თხზავენ საქმეებს. ბოლომდე დეგრადირდა ეს ინსტიტუტი. გასაკვირი არაფერია არააა, თავიდან ბოლომდე ეს არის ძალადობის ინსტურმენტი ივანიშვილის ხელში, ყველა სხვა გამფორმებელია,“ - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, თუ სასამართლოში ალაგ- ალაგ ადამიანები შეიძლება დატოვო, პროკურატურიდან „მთლიანადაა გამოსახვეტი მთელი შემადგენლობა“.

შეგახსენებთ, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა სალომე ადეიშვილმა გუშინ გაავრცელა საჯარო განცხადება, რომელშიც პროკურატურაში არსებულ იმ მდგომარეობაზე საუბრობს, რის გამოც, მისი თქმით, სამსახურიდან წამოსვლა მოუხდა. როგორც ის ამბობს, პროკურატურაში იყო სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის და სხვა პრობლემები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა