წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ადვოკატის განცხადებით, ბრალდება დაუსაბუთებელი იყო

ბრალდების მხარეს არც ერთი მტკიცებულება არ ჰქონდა წარმოდგენილი, რომელიც დაასაბუთებდა, რომ გრიგოლ ივანეიშვილს ჩადენილი ჰქონდა დანაშაული, - ამის შესახებ დიდი ოდენობოთ ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შეფასებისას განაცხადა.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ "ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილება კატეგორიულად ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, ზემდგომი ინსტანციები ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გააუქმებენ".

"ბრალდება იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ბრალდების მხარეს არც ერთი მტკიცებულება არ ჰქონდა წარმოდგენილი, რომელიც დაასაბუთებდა, რომ გრიგოლ ივანეიშვილს ჩადენილი ჰქონდა დანაშაული. ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილება კატეგორიულად ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, მე დარწმუნებულო ვარ, რომ ზემდგომი ინსტანციები ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გააუქმებენ. მე დარწმუნებულო ვარ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი ამ საქმეზე, აუცილებლად იქნება გამამართლებელი განაჩენი", - განაცხადა ადვოკატმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი, რომელსაც გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება და ამავე საქმეზე დაკავებული ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა, რომელსაც ქრთამის აღებაში დახმარება ედება ბრალად, დამნაშავედ სცნო. როგორც პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა განაცხადა, გრიგოლ ივანეიშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო თეიმურაზ ჩოჩუას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა განესაზღვრა, 4 წელი კი პირობითი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს